ორსულობა და სპორტი
ცურვა – სპორტის ეს სახეობა ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის. წყალი ხელს უწყობს და ადუნებს სხეულს, ამყოფებს მას უწონადობაში, რაც ძალიან კომფორტული მდგომარეობაა.
წყალში ყოფნის დროს ხდება ხერხემლის განტვირთვა, მაგრდება ზურგისა და მკერდის კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება შეშუპებები უმჯობესდება განწყობა. აშკარად შესამჩნევი შედეგები, რაც გამოიხატება მუდმივად ტონუსში ყოფნაში (ბავშვის დაბადების შემდეგაც კი) შეიმჩნევა უკვე რამოდენიმე წყლის სეანსის შემდეგ.
ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოვების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ამიტომ იცურეთ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში.
ინფორმაცია აღებულია aura.ge დან