ორსულობა

ყოველდღიურად, ორსულის ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიყოფა დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი. ამიტომ ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, მომავალმა დედამ, როგორც მინიმუმ, უნდა შეავსოს ეს დანაკარგი.ამას გარდა, ორსული ქალებს ხშირად ახასიათებთ ოფლიანობა, რაც დამატებით 0,5 ლიტრი სითხის დანაკარგს იწვევს სუნთქვისა და ოფლის სახით.ამიტომ, ფეხმძიმობის დროს, რეკომენდებულია ორსულმა დალიოს დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრი წყალი.ფეხმძიმობის ბოლო სტადიაში, როცა მუცელი ძალიან გაზრდილია, სისხლძარღვებში სისხლის მოცულობა ერთი მესამედით არის გაზრდილი. გაძლიერებულად მუშაობს ორსულის გული, თირკმლები, სხვა ორგანოები. გარდა ამისა, ამ პერიოდში, ბავშვიც იწყებს მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფას, რაც ასევე ითხოვს სისხლის გაძლიერებულ ცირკულაციას. შესაბამისად, დიდი მოცულობის სისხლის მოძრაობის შენარჩუნებას სჭირდება შესაბამისი რაოდენობის სითხით მომარაგება.

ფეხმძიმობის მეორე ნახევარში რეკომენდებულია სითხის რამდენადმე შეზღუდვა. როგორც ცნობილია, ჯანმრთელ ორსულსაც კი, ფეხმძიმობის ბოლო თვეს აღენიშნება შეშუპებები, რაც განპირობებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებებით.ფეხმძიმობის მეორე ნახევრიდან (20-22 კვირა), მიღებული სითხის რაოდენობის რამდენადმე უნდა შეიზღუდოს (1, 5 ლიტრამდე). 30-ე კვირისთვის კი 1,2 ლიტრამდე.

ინფორმაცია აღებულია aura.ge დან

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started